რობერტ ფიცო: ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით სრულდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ყველა აუცილებელი ზომის მიღებას გეგმავს, რათა ში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები აღდგეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ფიცოს თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ომი ს დღევანდელი მთავრობის მანდატის დროს დასრულდება. ფიცოს მთავრობის მანდატი 2027 წელს იწურება.

რობერტ ფიცო ამბობს, რომ სლოვაკეთის მთავრობა უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებშია დაინტერესებული. სლოვაკეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე, რომელიც 7 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ის უკრაინის მნიშვნელოვანი როლის განხილვას გეგმავს, რომლის ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების ტრანსპორტირება ხდება.

უკრაინის წინააღმდეგ ს სამხედრო აგრესიის კომენტირებისას, ფიცომ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით სრულდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე