ბაიდენი ისრაელს არ ურჩევს ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყას – ომის გაფართოების საფრთხე იზრდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 ოქტომბერს ისრაელს ურჩია, არ დაარტყას ირანის სანავთობო ობიექტებს და განაცხადა, რომ ის ცდილობს შეაკავშიროს მსოფლიო, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახლო აღმოსავლეთში ფართო ომი.
თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში თავისი პირველი მოულოდნელი გამოჩენისას, ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ს მეთაურს, ს „უნდა ახსოვდეს“, -ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
მათ ადგილას რომ ვიყო, ვიფიქრებდი ალტერნატივაზე, არა ნავთობის საბადოებზე“ – უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს, როცა მას ჰკითხეს მისი კომენტარის შესახებ, რომ ვაშინგტონი ამგვარი დარტყმების გარშემო თავის მოკავშირესთან ერთად მსჯელობს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელელებს „ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა მოიმოქმედონ“ ბალისტიკური რაკეტებით ირანის მძლავრი იერიშის საპასუხოდ.
ბაიდენის მიერ 3 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა