ინფლაციის დონით ევროზონაში ბელგია ლიდერობს

2024 წლის სექტემბერში, სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის მაჩვენებელმა ბელგიაში 4,5 პროცენტი შეადგინა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ქვეყანის ინფლაციის დონეს ევროზონაში, სადაც საშუალო მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლებია.
4,5-პროცენტიანი ინფლაციით, ბელგია მნიშვნელოვნად უსწრებს ევროზონის სხვა ქვეყნებს.IESEG School of Management
და ეს პირველად არ ხდება: უკვე მეექვსე თვეა, ბელგია, ინფლაციის დონით, ევროზონის ჩემპიონია.
2024 წლის სექტემბერში 1,8%-მდე დაეცა საშუალო წლიური ინფლაცია ევროზონაში, მაგრამ არა ბელგიაშიIESEG School of Management
სამეცნიერო ეკონომიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის (IESEG) დირექტორის, ერიკ დორის თქმით, ამას ორი მიზეზი აქვს.
პირველი: ეს არის ენერგომატარებლების ფასები. „მიუხედავად იმისა, რომ ენერგომატარებლების ფასები ევროზონაში თითქმის ყველგან ყოველწლიურად ეცემა, ბელგიაში ისინი კვლავ იზრდება, თანაც ძალიან მკვეთრად – 12%-ზე მეტით“, განმარტავს ერიკ დორი.
პირველი ფაქტორი, რომელიც ძალიან ცვლის ბალანსს, ენერგომატარებლების ფასებიაIESEG School of Management
ასეთი მკვეთრი ზრდა ენერგოკრიზისის დაძლევის მხარდამჭერი ზომების დასრულებას უკავშირდება: „შარშან ჩვენ ჯერ კიდევ ვიყენებდით ეგრეთ წოდებულ „საბაზისო პაკეტს“, რომელიც გაზისა და ელექტროენერგიისთვის ერთგვარ სახელმწიფო სუბსიდიას წარმოადგენდა. ამან ფასები ხელოვნურად შეამცირა. ეს პაკეტი 2024 წლის თებერვალში გაუქმდა, ამიტომ მარტიდან არანაირი ეფექტი აღარ იგრძნობა. მეტიც: მივიღეთ საპირისპირო ეფექტი, ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის სახით. თანაც საკმაოდ დიდი ეფექტი! თუ ბუნებრივ აირს ავიღებთ, მომხმარებლისთვის მისი ფასის ზრდამ წელიწადში 138% შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში – თითქმის 15%“.
თუმცა, ერიკ დორის თქმით, ბელგიაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ენერგომატარებლების ფასებით არ არის განპირობებული, მიუხედავად იმისა, რომ ის „ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“.
მეორე ფაქტორი ზოგიერთ პროდუქტზე, განსაკუთრებით კი თამბაქოზე არსებული ფასებია: „მიმდინარე წლის იანვრიდან თამბაქოზე აქციზის ფასი ძალიან მკვეთრად გაიზარდა. უხეშად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობისთვის ხელშეწყობის სურვილიდან გამომდინარე, გვინდოდა თამბაქოს ნაწარმის ფასი 25%-ით გაზრდილიყო. შედეგად, წლის განმავლობაში სიგარეტზე ფასები 28%-ით გაიზარდა! ასე რომ, ესეც ძალიან სერიოზული ფაქტორია“.
ფასების ზრდასთან გასამკლავებლად, ბელგიაში ავტომატურად ხდება ხელფასების ინდექსაცია. მაგრამ ეს ძალიან ზრდის კომპანიების სახელფასო ხარჯებს. შემდეგ ეს ხარჯები სხვა სერვისებსა და დისტრიბუციაზეც აისახება, რაც ბელგიაში ცხოვრებას კიდევ უფრო აძვირებს. სპეციალისტის თქმით, ეს არის ერთგვარი მოჯადოებული წრე, რომელიც ბელგიის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას აზიანებს“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბელგიაში ბევრი მომსახურების ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, – განმარტავს ერიკ დორი.
„საბანკო და სადაზღვევო ფასები ბელგიაში ამჟამად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს, რა თქმა უნდა, ბელგიაში ხელფასების ინდექსაციით არის გამოწვეული. ფასები იზრდება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც. ტანსაცმლის უმეტეს ნაწილი, რომელსაც ბელგიელები, ისევე როგორც ფრანგები, გერმანელები და ნიდერლანდელები ყიდულობენ, დაბალი ხელფასის მქონე ქვეყნებიდან შემოდის. რა იცვლება ამით? იცვლება განაწილების ხარჯები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხელფასთან. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ხელფასების ინდექსაცია გარკვეულწილად იცავს მსყიდველუნარიანობას, ის, ამავე დროს, იწვევს ფასების ზრდას. ასე იკვრება მოჯადოებული წრე და სწორედ ამაშია სირთულე. რა თქმა უნდა, ამით საშიშროება ექმნება ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შესუსტებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან, ჩვენ პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე ვზრუნავთ“, – დასძინა IESEG-ის დირექტორმა.
1tv.ge