ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. განახლდა სარაკეტო ცეცხლი ისრაელის მიმართულებით

ღაზის სექტორში ს სამხედრო თავდასხმების შედეგად, 4 ოქტომბერს , სულ ცოტა, 29 პალესტინელი დაიღუპა, აცხადებენ პალესტინელტი მედიკოსები, ხოლო ისრაელის სამხრეთში განგაშის ხმა ისმოდა პალესტინელთა ტერიტორიიდან განახლებული სარაკეტო ცეცხლის საპასუხოდ.
რაკეტების დაშენა ადასტურებს, რომ მებრძოლთა დაჯგუფებები, რომლებსაც ჰამასი (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) მეთაურობს ღაზაში, კვლავ ახერხებენ ცეცხლის დაშენას ისრაელისთვის მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ერთი წელიწადია ბომბავს ღაზის სექტორს, რის შედეგადაც ანკლავის დიდი ტერიტორიები გაპარტახდა.
4 ოქტომბერს ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ განგაშის ხმა ისრაელის სამხრეთში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში პირველად გაისმა.
“7 ოქტომბრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ჰამასი კვლავ ემუქრება ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას ტერორით და ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მოქმედებას მათ წინააღმდეგ”, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გულისხმობს ჰამასის თავდასხმის შარშან 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ომი ღაზაში.
Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის მოსაზღვრე რეგიონში, გოლანის ბრიგადის ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ორი – დაიჭრა ბრძოლის დროს.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის მიერ მოწყობილი თავდასხმისას 1200 პირი დაიღუპა. მძევლად აიყვანეს 250 ადამიანი.
4 ოქტომბერს ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებამ გამოაცხადა, რომ 41 802 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის თითქმის ერთწლიანი სამხედრო იერიშის განმავალობაში. დაჭრილთა რიცხვი 96 844-ს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს