როგორც ჩანს -ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი -ის საელჩოს მიერ საკუთარ მოქალაქეებისთვის დაგზავნილ იმეილებს ეხმიანება, რომლითაც მათ მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რისკების შესახებ აშშ თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვენაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული.
„როცა აშშ-ს საელჩო, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ, ეს ნიშნავს რომ გარკვეული საფრთხეები და რისკები არსებობს, რაზედაც ვალდებულია თავისი მოქალაქეები გააფრთხილოს. როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია.
რახან ასეა, როგორც წესი თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ამ ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვენაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება. თუ კი ის ასე არ იქცევა და ასეთი სახის ინფორმაციას არ აწვდის ხელისუფლებას, ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ