„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ვარლამ ლიპარტელიანმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ 26 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობას და შემდგომ განვითარებას. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონის გამგებელი, “ქართული ოცნების” სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს