ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბირთვული იარაღით სამხრეთ კორეის განადგურებით იმუქრება

მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეის ლიდერმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობის შემთხვევაში, ფხენიანის რეჟიმი შეიძლება დაემხოს, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ 4 ოქტომბერს საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა. ცნობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იმუქრება, რომ მისი პროვოცირების შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და სამხრეთ კორეას სამუდამოდ გაანადგურებს.
ორ კორეას შორის ასეთი მკაცრი რიტორიკა სიახლე არ არის, მაგრამ ბოლო კომენტარები გაკეთდა იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთის მიერ ახალი ბირთვული ობიექტის გამჟღავნების და რაკეტების გამოცდის გაგრძელების გამო, მათ შორის მტრული განწყობები კიდევ უფრო გამწვავებულია.
2022 წელს ესკალაციური ბუნების ბირთვული დოქტრინის მიღების შემდეგ, კიმი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ბირთვულ იარაღს წინსწრებით გამოიყენებს. თუმცა, ბევრი უცხოელი ექსპერტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ნაკლებად სავარაუდოა მან ბირთვული იარაღი პირველმა გამოიყენოს, რადგან ამერიკის და მისი მოკავშირეების ძალებს ფხენიანის სამხედრო ძალებთან დიდი უპირატესობა აქვთ.
ივლისში, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს სამხრეთ კორეის ჩვეულებრივი სამხედრო შესაძლებლობების და -ის ბირთვული ძალების ინტეგრირებაზე თავდაცვის სახელმძღვანელოს. მისი მიზანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უკეთესი რეაგირებაა. სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღი არ გააჩნია.
იანვარში კიმმა მოუწოდა, გადაიწეროს ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია, რათა ომით გაყოფილი ქვეყნების მშვიდობიანი გაერთიანების იდეა იქიდან გაქრეს და სამხრეთი „უცვლელ მთავარ მტრად“ გამოცხადდეს.
4 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთი სამხრეთ კორეისკენ კვლავ უშვებდა, სავარაუდოდ ნაგვით დატვირთულ, საჰაერო ბურთებს. მაისის ბოლოდან ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისკენ ათასობით ნაგვით დატვირთული საჰაერო ბურთი გაუშვა. ამ გარემოებამ სამხრეთ კორეას უკარნახა სასაზღვრო რაიონებში ხმის გამაძლიერებლების საშუალებით, ფხენიანის საწინააღმდგო პროპაგანდა განეახლებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა