„რუსეთში ქართული დიასპორის“ ხელმძღვანელი პუტინმა ერთაშორის ურთიერთობა საბჭოში შეიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტთან არსებული ერთაშორის ურთიერთობა საბჭოში დავით ცეცხლაძე – „რუსეთში ქართული დიასპორის“ ხელმძღვანელი შეიყვანა, იტყობინება რუსული სამთავრობო მედია „ტასს“.
პუტინის შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. „ტასს“ აღნიშნავს, რომ აქამდე „ქართული დიასპორის წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა“.
თავად ცეცხლაძე საკმაოდ აქტიურად აშუქებს თავის საქმიანობას „ინსტაგრამში“ და ს ხელისუფლების მხარდამჭერია.
„ნახეთ ჩვენ უკვე 2008 წელს ამერიკისა და ევროპოს დახმარებით “მოგვარებული”პრობლემა და ასევე ვხედავთ ამერიკის და ევროპის დახმარებით უკრაინის “მოგვარებულ” პრობლემებს“, – წერდა იგი ერთ-ერთ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა