,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი, ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან, ვაკის მაჟორიტარ – ნოდარ ტურძელაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ჭავჭავაძის N75-ის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„მიხარია, რომ ჩემთვის ძალიან ბევრ ნაცნობ და ახლობელ ადამიანს ვხვდები, ვგრძნობ მათ მხარდაჭერას, ჩვენც, მთელი გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავითვალისწინოთ მოსახლეობის პრობლემები და ვიმოქმედოთ მათ გადასაჭრელად.
მოხარული ვარ, რომ ჩემი მრავალწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე ხელს ვუწყობ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას მოზარდებისთვის და ამას მომავალში კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებ“, – განაცხადა ზუკა რურუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია