საქართველოს ნაკრებთან უკრაინის ეროვნულ გუნდს ხუთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს თამაში

11 ოქტომბერს, პოზნანში, ერთა ლიგის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩვენს მეტოქეს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა.
ТаТоТаке-ს ცნობით, “ევერტონის” მცველმა ვიტალი მიკოლენკომ კუნთის ტრავმა მიიღო და დაახლოებით სამი კვირა უქმობა მოუწევს. “ჟირონას” პრესსამსახური კი იტყობინება, რომ “ფეიენოორდთან” ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დაშავებულ ნახევარმცველ ვიკტორ ციგანკოვს მარცხენა ბარძაყის სამკურნალოდ ხუთი კვირა დასჭირდება.
ერთი სიტყვით, მიკოლენკოს და ციგანკოვის “ჯვაროსნებთან” თამაში გამორიცხულია. უკრაინის ნაკრებს აგრეთვე ტარას სტეპანენკო (შახტარი), ალეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი) და რუსლან მალინოვსკი (ჯენოა) ვერ დაეხმარებიან.