Google Lens ვიდეო ძიების ფუნქციას ამატებს

Google-მა თავისი AI ძიების შესაძლებლობები განაახლა. საუბარია Google Lens-ის ახალ ვერსიაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ვიდეოს გადაღებით ძიების პროცესიც განახორციელოთ.
ვიდეოძიება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დასვან კონკრეტული შეკითხვა და ძიების შედეგები ვიდეოს სახით მიიღონ.
ფუნქცია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ექნება, ხელმისაწვდომი იქნება როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე.

როგორც Google-ის ბრიფინგზე აღნიშნეს, სიახლე საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო რთული პასუხები იმ ნივთებზე, რისი გადაღებაც სურათით შეუძლებელია.
bpn.ge