ცენტრალურ რუსეთში საწვავის ავზზე ხანძარი ჩააქრეს, კიევი რუსეთიდან დრონებით მორიგ თავდასხმებზე იუწყება

მეხანძრეებმა 4 ოქტომბერს, ს ურალის მთებში მდებარე საწვავის საცავში მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს. უკრაინისა საზღვართან მდებარე რაიონებში კი, დრონებით დარტყმის რამდენიმე სერიამ, კიდევ ერთ საწვავის საცავზე მცირე ხანძარი გამოიწვია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ იძიებს პერმის რეგიონში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ის ურალის მთებში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის ხაზიდან, 1500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ამ მოვლენებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ, ღამის განმავლობაში, უკრაინის 18 დრონი ჩამოაგდო. მათ შორის, ექვსი ბელგოროდის რეგიონში, ერთი როსტოვის რეგიონში და ხუთი აზოვის ზღვაზე.
ვორნეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ უკრაინის რამდენიმე დრონი გაანადგურა და არავინ დაშავებულა. მისი თქმით, მეხანძრეებმა საწყობში, საწვავის ავზში ხანძარი ჩააქრეს.
თავის მხრივ, მ განაცხადა, რომ რუსეთი მის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, 19 დრონით დაესხა თავს. საჰაერო ძალების განცხადებით, მათ რუსეთის 9 დრონი ჩამოაგდეს, 7 სავარაუდოდ ელექტრონული ჩარევით დაზიანდა, დანარჩენი სამი დრონის შესახებ, განცხადებაში საუბარი არ არის.
ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ განახადა, რომ დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. მისივე თქმით, ხანძარი მყისიერად ჩააქრეს.
რუსეთის თავდასხმამ ასევე დააზიანა ბიზნეს ადმინისტრაციული შენობა კიროვოგრადის ცენტრალურ რეგიონში, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, თქვა გუბერნატორმა ანდრეი რაიკოვიჩმა.
ხერსონის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინშის განცხადებით, იქ რუსეთმა დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და 35 კერძო საცხოვრებელ სახლზე განახორციელა. მისივე თქმით, შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს