“შეიჭრა კურსკში” – რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართველ მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ. როგორც რუსული მედია წერს, “საქართველოდან დაქირავებულმა მებრძოლმა უკანონოდ გადაკვეთა ს ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად შეიჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე”.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ბურდული “ეჭვმიტანილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისა და ხელისუფლების მოხელის მიმართ ძალადობის გამოყენებაში”
როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი დგინდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს