მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ აშშ-ს საელჩოს „ქარდზე“ – საელჩოს განცხადება, რომ დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ, სინამდვილეში ტყუილია – 1945-2015 წლებში ევროპის 20-მა დემოკრატიამ 50 ოპოზიციური პარტია აკრძალა

მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ -ს საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ „ქარდს“ ეხმაურება და ტყუილს უწოდებს ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებას, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
როგორც აღნიშნული პლატფორმა წერს, 1945-2015 წლებში ევროპის 20-მა დემოკრატიამ 50 ოპოზიციური პარტია აკრძალა.
„აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.
სინამდვილეში, ეს ტყუილია.
1945-2015 წლებში ევროპის 20-მა დემოკრატიამ 50 ოპოზიციური პარტია აკრძალა.
ამჟამად, გერმანიის სახელისუფლებო პარტიები ამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ასაკრძალად, რომელიც გერმანიაში რეიტინგით მეორე პარტიაა.
ასევე, საგულისხმოა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მ 19, ხოლო მოლდოვამ – 1 ოპოზიციური პარტია აკრძალა“, – წერს სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“.