აიათოლა ალი ხამენეი – ისრაელის წინააღმდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური იყო – ისრაელი „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის შეტევას ისრაელზე სრულიად კანონიერი იყო.
BBC-ის ინფორმაციით, თეირანის იმამ ხომეინი მოსალას მეჩეთში ქადაგებისას აიათოლა ალი ხამენეიმ ხაზი გაუსვა, რომ რაც ირანმა გააკეთა „მინიმალური სასჯელი“ იყო სთვის იმ „გასაოცარი დანაშაულებისთვის“, რაც მან ჩაიდინა.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია რამდენიმე ღამის წინ იყო სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელს „ვამპირის“ რეჟიმი უწოდა, -ს კი „ცოფიანი ძაღლი“ რეგიონში. მისი თქმით, ირანი არ იყოყმანებს და არ გააჭიანურებს ქმედებებს, როდესაც საქმე ისრაელს შეეხება.
„ირანის მტერი ისაა, ვინც პალესტინის სახელმწიფოს, ლიბანისა და სხვა მუსლიმური ერების მტერია“, – აღნიშნა ხამენეიმ.
ამასთან, მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა „ლეგიტიმური ქმედება“ იყო.
„პალესტინელ ხალხს აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი. წინ აღუდგეს დამნაშავეებს – საოკუპაციო ძალებს. არ არსებობს არც ერთი სასამართლო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დაადანაშაულოს პალესტინელი ხალხი სამშობლოს დაცვაში“, – განაცხადა ხამენეიმ.
ამასთან, მისი მტკიცებით, ისრაელს არ შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს „ჰეზბოლას“ან „ჰამასს“.
BBC-ი წერს, რომ ხამენეიმ პარასკევის ლოცვა ბოლოს 2020 წელს ჩაატარა, როდესაც ყუდსის ძალების მეთაური, გენერალ ყასიმ სულეიმანი ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება