ელჩი: EU-ში გადავწყვიტეთ, საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეგვეჩერებინა

ელჩი: EU-ში გადავწყვიტეთ, საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეგვეჩერებინა
ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებულია.
ს განმარტებით, რამდენიმე თვის წინ, ბრიუსელში მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი რანგის შეხვედრები აღარ გაიმართოს.
რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია როგორ უნდა მივდგომოდით ხელისუფლების ქმედებებს, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ, ანტიევროპულს ნარატის და პროპაგანდას. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, არ ჰქონოდათ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მაღალი დონის კონტაქტები. ამიტომაა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ იყო მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ იყო მაღალი დომის შეხვედრები საქართვეელოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში”, – ამბობს ელჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს