კალაძის დაცვამ მოქალაქე საპირფარეშოში სცემა? – რას წერს მედია

კალაძის დაცვამ მოქალაქე საპირფარეშოში სცემა? – რას წერს მედია
ტვ პირველი, წყაროზე დაყრდნობოთ, წერს, რომ რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ თბილისის მერის დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქეს, რომლის შეძახილებიც ს არ მოეწონა.
მედიის ცნობით, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში მოხდა, სადაც კახი კალაძე მის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა, მერს მოქალაქის შეძახილები არ მოეწონა, დაცვამ კი ახალგაზრდა საპირფარეშოში ჩაიყვანა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თბილისის მერიაში მედიას უთხრეს, რომ დედაქალაქის მერი დღეს 19:00 საათზე ღონისძიებას მართავს, სადაც მედიას კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ძალადობის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.
სასტუმროშიც, სადაც წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ძალადობის ფაქტი მოხდა, მედიას უთხრეს, რომ დღეს არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი, კითხვას, იყო თუ არა დაპირისპირება გასულ დღეებში, მედიის ცნობით, სასტუმროს პრესსამსახურმა აღარ უპასუხა. თუმცა, კითხვის პასუხად თქვა, რომ საპირფარეშოში კამერები არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს