რიკოთზე მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა – დაშავებულია მძღოლი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მანქანის მძღოლი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს