კრასნოდარის საემიგრაციო ცენტრში -ის მოქალაქის ცხედარი ნახეს – რუსული მედიის ცნობით, ის ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავდა შესვლას

კრასნოდარის საემიგრაციო ცენტრში აშშ-ის მოქალაქის – ერნესტ ჰარი მიტჩელის ცხედარი ნახეს. როგორც რუსული მედია იუწყება, კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავდა შესვლას.
ერთ-ერთ ტელეგრამარხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 56 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – მისი ცხედარი საპირფარეშოში იპოვეს. კაცს ფეხებზე, ხელებსა და კისერზე ვენები და არტერიები ჰქონდა გადაჭრილი.
ერნესტ ჰარი მიტჩელი დაკავების ცენტრში მას შემდეგ მოათავსეს, რაც სოჭის სასამართლომ დამნაშავედ ცნო “ს საზღვრის წესების დარღვევით კვეთის გამო”. მედიის ინფორმაციით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში, თანხის გადახდის სანაცვლოდ ცდილობდა შესვლას. სასამართლოს დოკუმენტაციის მიხედვით, მას არ ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც იმოქმედებდა რუსეთში (თუმცა მიტჩელს სჯეროდა, რომ პოლისი ვალიდური იყო). სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე 3 000 რუბლით დააჯარიმა და შესაბამის უწყებებს მისი დეპორტაცია დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი