“ვისოლ ჯგუფს” 2023 წელს ₾642 მილიონის შემოსავალი ჰქონდა

“ვისოლ ჯგუფმა” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა – რომლის თანახმადაც გასული წლის განმავლობაში ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 642 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 39 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შემცირება გასულ წელს საწვავის ფასების კლებით იყო განპირობებული. ასევე 2022 წელს არსებული 53.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებიდან ჯგუფის მოგება 34.5 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა გაიზარდა კომპანიის სრული შემოსავალი, რაც კომპანიის აქტივების ღირებულების ზრდას უკავშირდებოდა, რამაც 49.2 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯგუფის სრულმა შემოსავალმა (მოგებამ) 84 მილიონი ლარი შეადგინა.
“ვისოლ ჯგუფის” კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ჯგუფის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 557 მილიონი ლარი შეადგინა. უფრო დეტალურად, ჯგუფის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

ასევე დაგაინტერესებთ