TI: უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ორგანიზაციისა და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, ეკა გიგაურისთვის, სპეციალური სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და მისი აღმსარულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა ს დაკვირვებას.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა”, – წერია განცხადებაში.
ანტიკორუფციულის გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც სტატუსის მინიჭების გაუქმებას ითვალისწინებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას კვლავ გააგრძელებს.
“უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სახელით”, – წერია განცხადებაში.
***
ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი 2 ოქტომბერს მოუხსნა. ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი მაშინ ამბობდა, რომ გადაწყვეტილებას “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღო.
მანამდე, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი მ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ