გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

„გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა ირაკლი ჩხაიძემ გახარიას პარტია დატოვა – ჩხაიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიის მეოთხე ნომერი იყო.
როგორც ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას პარტია დღემდე ატყუებს მის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები „შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც ბლეფია, შესაბამისად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ს წინ გავწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში ,,გახარია საქართველოსთვის“, დღემდე ვარ ამ პარტიის წევრი. დღემდე არწმუნებენ და ატყუებენ პარტიის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები “შეთანხმებულად მოქმედებენ”, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტური ბლეფია! ამიტომ დღეს ვტოვებ პარტიას!
პარტიის მენეჯმენტს შეუძლია ჩემი ეს განცხადება ოფიციალურ მიმართვად ჩათვალოს”, – წერს ირაკლი ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მორიგი სამარცხვინო გამოვლინებაა, ის, ვინც ეს განცხადება შეიმუშავა, ჩვეულებრივი ლობისტია- 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა