გთხოვთ, წადით არჩევნებზე. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მოქალაქეებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია მოქმედება, რადგან ეს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი იქნება.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქართველს ხმის მიცემისკენ. მომავალი არჩევნები იქნება აბსოლუტურად არსებითი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის. ქართველ ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. გთხოვთ, წადით არჩევნებზე. თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, აქტიურობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისტორიულად მაღალი იქნება და ერთობლივად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“,- განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ