რუსეთში ხანძარი გაჩნდა ნავთობის ორ ბაზაზე

რუსეთის ვორონეჟის ოლქში ხანძარი გაჩნდა ნავთობის საცავში. ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დღეს, 4 ოქტომბერს გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული დრონების მოგერიებისას ერთ-ერთი ჩამოვარდა დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე. გუსევის თანახმად, არავინ დაშავებულა.
დღეს დილით, ს საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ პერმის ოლქში ლოკალიზებულია მასშტაბური ხანძარი. მისი გამომწვევი მიზეზი მითითებული არ არის.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში 10 000მ²-ზე იწვის ნავთობის კერძო ბაზა, სადაც ცეცხლმა მოიცვა საწვავის საცავები.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი ს ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება