როგორი იქნება “კომოსთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს მეშვიდე ტურში, ლიდერი “ნაპოლი” “კომოს” უმასპინძლებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. თუმცა, ცხადია, მეტოქე ბრძოლას გაუმართავს და ადვილი დასამარცხებელი არ იქნება.
სესკ ფაბრეგასის გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა (საერთო ანგრიში 8:6) და ურიგო ფორმაში არაა. “ნაპოლიმ” კი საკუთარი ძალების ირწმუნა და სანაკრებო პაუზის წინ პირველი პოზიციის დათმობას არ აპირებს.
ნეაპოლური გამოცემები ირწმუნებიან, რომ “ნაპოლის” მწვრთნელი ანტონიო კონტე იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომლითაც “მონცასთან” მატჩი დაიწყო: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ლობოტკა,
პოლიტანო, ანგისა, მაკტომინეი, კვარაცხელია, ლუკაკუ.
თამაში “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.