“ებრაელების ჯინები” – როგორ ხსნის ირანი ნასრალას პოვნას და მოკვლას – მიხეილ ხაჩიძე

ხომ გახსოვთ ის ამბავი, ნასრალას რომ ხელზე რაღაც წაუსვეს და ისე დაადგინა ისრაელმა მისი ადგილსამყოფელი?
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის პატივცემული მოლა, მუსტაფა კარამისი, რომელიც ხშირად საუბრობს რეჟიმის სახელით, ამჯერად ხსნის, თუ როგორ მოახერხა ისრაელმა ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას პოვნა და ლიკვიდაცია: „სიონისტების მიერ ჯინების დაპყრობის ისტორიის გათვალისწინებით, ისინი ასრულებენ ბევრ მისიას ამ გზით და დემონები მათი საიდუმლო არმიაა. მათ [ებრაელებს] ჰქონდათ წვდომა ჯინებსა და კოსმიურ მეცნიერებაზე დავითისა და სოლომონის დროიდან“ – ამბობს ირანის პატივსაცემი მოლა.