ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე – “ლიონმა” “რეინჯერსს” დამაჯერებლად მოუგო

ევროპა ლიგის მეორე ტურში დარჩენილი 9 მატჩი გაიმართა.
„ლიონმა“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 4:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში პირველად არ ათამაშეს. „ოლიმპიკმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ევროპა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს სახლში „ბეშიქთაშთან“ ჩაატარებს.
რეინჯერსი – ლიონი 1:4
გოლები: 0:1 ფოფანა (10), 1:1 ლოურენსი (14), 1:2 ლაკაზეტი (19), 1:3 ლაკაზეტი (45+1), 1:4 ფოფანა (55)
სხვა მატჩების შედეგები
ბილბაო – ალკმაარი 2:0
ბეშიქთაში – აინტრახტი 1:3
ელფსბორგი – რომა 1:0
პორტუ – მანჩესტერი
3:3
ტვენტე – ფენერბაჰჩე 1:1
პაოკი – სტიაუა 0:1
უნიონი – ბოდო გლიმტი 0:0
ვიკტორია – ლუდოგორეცი 0:0