გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

კონფერენს ლიგის მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ითამაშეს.
„კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „იაგელონიასთან“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.7.
„კოპენჰაგენს“ 1 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს სევილიაში „ბეტისთან“ ჩაატარებს.
კოპენჰაგენი – იაგელონია 1:2
გოლები: 1:0 ჰაციდიაკოსი (12), 1:1 პაულუ (51), 1:2 ჩურლინოვი (90+8)
„აპოელი“ გასვლაზე კაცნაკლულ „შემროკ როვერსთან“ ფრეს დასჯერდა – 1:1. სტუმართა რიგებში ლაშა დვალი 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. “აპოელი“ ევროპა ლიგაზე
24 ოქტომბერს ბანია ლუკაში „ბორაცს“ დაუპირისპირდება.
შემროკ როვერსი – პაოკი 1:1
გოლები: 0:1 ლაიფისი (58), 1:1 უოტსი (90+2)
გაძევება: ფარუჯია (50, შემროკ როვერსი)