“აშშ-ს ელჩის თანანამშრომლები სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ” – კობახიძე

ირაკლი -ს საელჩოს ქარდებზე:
“ეს ქარდები არის ცოტა გაუგებარი, არ ვიცი, მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმა კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, არასწორ ბრალდებებს, ეს ძალიან სამწუხაროა. ნუ, დღევანდელი ქარდიც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა, ეს არის, რა თქმა უნდა, საელჩოს საქმე. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც ასეთ ქარდებს ამზადებენ, როდესაც საელჩოს თანამშრომლები ამზადებენ სიცრუის შემცველ ქარდებს.”