პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

გუშინდელი და გუშინწინდელი “ქარდები” არასწორ ინფორმაციას და ბრალდებებს შეიცავდა, ეს ძალიან სამწუხაროა , – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებს.
პრემიერი ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს სთხოვს უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში.
“ქარდები არის ცოტა გაუგებარი. ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი “ქარდები” არასწორ ინფორმაციას და ბრალდებებს შეიცავდა. ეს ძალიან სამწუხაროა. დღევანდელი ქარდიც გაუგებარი იყო, თუმცა ეს , რა თქმა უნდა, საელჩოს საქმეა. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის, მათ ვინც ამ ქარდებს ავრცელებენ”, – განაცხადა მ.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, -ს დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას აბრალებდა ს 46 ათასი ხმით გაყალბებას, რაც ოპოზიციისთვის გახდა საბაბ იმისა, რომ ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ.
“საელჩომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცდომილება პივიტსა და ს შორის მხოლოდ 1.8%-ი იყო, სინამდვილეში 2.4%-ი იყო. მეორე მანიპულაცია მდგომარეობდა იმაში , რომ 2.4%-ით ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას. საელჩომ ამას უწოდა, რაღაც უმნიშვნელო ხარვეზი. ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო უხეში ბრალდება , აშშ-ს დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია გვაბრალებდა არჩევნების 46 ათასი ხმით . ეს ოპოზიციისთვის მთავარ საბაბად იქცა, რომ ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ. ამას საელჩო უწოდებს უმნიშვნელო შეცდომას. ვაპირებ, რომ პირადადაც გავუზიარო ელჩს ჩემი მოსაზრებები, ჯერ გადართული ვართ საარჩევნო პროცესებზე.”,- განაცხადა კობახიძემ.