კახა კალაძე – წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება, საარჩევნო კამპანია ჩაატაროს. ასეთი მშვიდი საქართველოში არ ჩატარებულა , – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის რისკებზე ჰკითხეს.
მისი თქმთ, 2012 წლიდან არჩევნებშია და ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა.
„დღეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია, გამოვიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ერთია, ვიღაცებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ ამის შესაძლებლობა. რა ნამუსით უნდა შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? თავად საარჩევნო გარემო მშვიდია. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მსგავს განცხადებებს უფრო ხშირად მოვისმენთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს და ამას ნახავთ 26 ოქტომბერს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად