“კვარა” თავის თავს არ ჰგავდა – გამორჩეული და სრულყოფილია” – იტალიელი ჟურნალისტი

“კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტმა ფაბიო ტარანტინომ ს თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა:
“ტოტალური იყო ნებისმიერ ადგილზე, მოედნის საკუთარ თუ მეტოქის ნახევარზე, მოქმედებდა გარემარბის, პლეიმეიკერის, თავდამსხმელის და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, იცვლიდა ფლანგებს, მუდამ რაღაცას იგონებდა. ის უსმენს კონტეს, ცდილობს მისი დავალებები შეასრულოს, თავისი კლასიკური როლის ფარგლებს გასცდეს და შეტევის ყველა ფაზაში დამაიდებელი შედეგებით მიიღოს მონაწილეობა. “მონცასთან” მატჩს ქართველისთვის ესთეტიკის და სილამაზის მხრივ საუკეთესოს ვერ ვუწოდებთ, თუმცა გოლი გაიტანა, პროტესტის ხმამაღლა გამოხატვისათვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა (ესეც საჭიროა), შთამბეჭდავი გახლდათ, რამეთუ არასოდეს გამოთიშულა თამაშიდან.
დებიუტიდანვე ფართოდ, მუდმივად კონცენტრირებულად მონაწილეობდა იერიშებში, დრიბლინგით და ბურთის ფლობის მონაცვლეობით, ხშირად ლუკაკუს და მაკტომინეის უკან ვხედავდით, ხანდახან მარცხნივ ბრუნდებოდა. ბრძოლობდა, მეტოქეებს უკან ბურთის ასართმევად მისდევდა და შავი სამუშაოს შესრულებასაც კი არ ერიდებოდა. რაღაც მომენტში საკუთარ თავს არ ჰგავდა. მიჩვეულნი ვართ, რომ ბურთით თავისი ელეგანტურობით მოხდენილად ცეკვავს და გაგვაკვირა, როდესაც ვარდნებისას გაისვარა მაისური, ვინაიდან მტკიცე და გადამწყვეტი თამაშით თავი არ დაზოგა გამარჯვებისათვის. კონტეს სასიხარულოდ გამორჩეული და სრულყოფილია. “კვარა” მხოლოდ ერთ ფრთაზე? არა. მეტად არა. და არა მხოლოდ ეს”.
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ, რომელიც ამჟამად ტელეკომენტატორია, DAZN-ის ეთერში კვარაცხელიას ასპარეზობა შეაფასა: “ის დაბრუნდა, რომ “კვარადონა” გაგვახსენოს? ცხადია დაბრუნდა, ისევე როგორც “ნაპოლი”. თუმცა, მარადონასთან შედარებას თავი დავანებოთ. დიეგო განუმეორებელია და ამაზე კითხვას ნუღარ დამისვამთ”.