“ეს არის ქოცების კარში გათხრილი გოლი” – ნიკა ქავთარაძე

რატომ წააგებს ქ.ოცნება
ხშირად ხდება, რომ რაღაც ვიცით, მაგრამ მხოლოდ ფაქტის დონეზე – გააზრების და შეგრძნების გარეშე. მგონია, რომ პროპორციული ც ასეთი ფაქტია. ხოდა, მინდა კარგა მადლიანად გავიაზროთ და სხვებსაც დავეხმაროთ. რადგან მინიმუმ იმაში დაგეხმარებათ, რომ ზედმეტი შფოთვები მოგშორდეთ დავიწყოთ: 1. ამ არჩევნებზე აღარ ვირჩევთ მაჟორიტარებს და ეს არის ქოცების კარში გათხრილი გოლი. აქამდე, ყველა არჩევნებზე 74 მაჟორიტარი ჰყავდათ ხოლმე 150 კაციან პარლამენტში. თან დაახლოებით 30 მაჟო ეგრევე, არჩევნებამდე, მთავრობის ფორა იყო. დანარჩენები მეორე ტურებში. ამიტომ იყო, რომ 45%-მდე იღებდა პარტია და პარლამენტში 75% ყავდათ. ხო, ვიცი, რომ იცით, უბრალოდ კააარგად გაიაზრეთ – ეს აღარ მოხდება! 2. რადგან არაა მაჟორიტარები, აღარც მეორე ტურებია. გაიხსენეთ, მაშინაც კი, როცა პიკში იყო ქ.ოცნება, პირველ ტურში არ მოუგიათ არცერთხელ – არც საპარლამენტო, არც საპრეზიდენტო და არც მერის არჩევნები. ახლა კი პიკში ნამდვილად არ არიან! ასე რომ ბოლო კვლევაში რომ 32% ქონდათ, ეგ არის მაქსიმუმი და რაც მეტნი მივალთ, პროპორციულად დაიკლებს ეგ პროცენტიც! ამაზე უნდა ველაპარაკოთ ყველას! P.S. დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ 350-400 ათასით მეტნი მივალთ არჩევნებზე, თუმცა რატომ – ამას არ დავწერ აქ. 26-ში დასრულდება 12 წლიანი ს მთავრობა! 26-ში დასრულდება 30 წლიანი ერთპარტიული მმართველობის სისტემა! ჩვენ გვეყოლება კოალუციური მთავრობა, მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი კონკურენცია. სწორედ კოალიციური მართვა მოიტანს ფუნდამენტურ ცვლილებებს და არათუ შვილიშვილები, არამედ მშობლები და ბებია-ბაბუებიც მოესწრებიან საქართველოს შესვლას ევრო-კავშირში! P.P.S. ამ ყველაფერს ზუსტად ხვდება ბიძინა (ოღონდ მარტო ეგ ხვდება,დანარჩენებმა თავისი პროპაგანდის დაიჯერეს) ხოდა ამიტომ დადის ქალაქ- ქალაქ და სოფელ-სოფელ, რომ იმათ მაინც მისცენ ხმა, ვისაც ამდენი წელია აჭმევს.

ასევე დაგაინტერესებთ