დავით კირთაძე – მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება

მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ში დავით კირთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქვთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ „ოცნება“ საჯარო მოხელეებზე „სისტემატურ ზეწოლას მუდმივად ახდენს“.
„აშინებენ და ემუქრებიან სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს და მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ სხვა ადამიანებს. თუ ისინი არ იქნებიან „ოცნების“ პოლიტიკურ მორჩილებაში, მაშინ სამსახური უნდა დატოვონ.
მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღნიშნულ საკითხზე რეაგირებისკენ, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ ამავდროულად მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება“, – განაცხადა დავით კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ