ქუთაისის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია Wizz Air-ის დაგეგმილი ფრენები ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა.
“მოგზაურთა კლუბში” მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებს ასახელებენ, სადაც ფრენა ჰქონდათ ჩანიშნული, თუმცა მათ უჩვენებს, რომ აღნიშნული ფრენა გაუქმებულია. მგზავრებმა შეტყობინებები მეილზეც მიიღეს.
“Wizz Air-ზე ქუთაისი-ბრიუსელის ბილეთები რატომ გაქრა, იცის ვინმე?” – წერს ერთ-ერთი მგზავრი.
“7-ში კოპენჰაგენის ფრენა მეც გამიუქმდა, ფრენის თანხას კარგი, დააბრუნებენ, მაგრამ სასტუმროსთვის გადახდილი თანხა, დარჩება ეგრე?” – კითხულობს ერთ-ერთი მგზავრი.
Wizz Air-ის პრესსამსახური აცხადებს, რომ საკითხს სწავლობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელია, პროგრამული ხარვეზი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო