პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე: მეუფე იაკობის აშშ-ში ვიზიტი საპატრიარქოს ორგანიზებული არაა

პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის -ში ვიზიტი საპატრიარქოს ორგანიზებული არ არის.

“ეს საპატრიარქოსგან ორგანიზებული ნამდვილად არ არის. ახლა არკვევენ და ალბათ, თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები დაუკავშირდებიან. როგორც მე მითხრეს, ეს საპატრიარქოს ორგანიზებული არაა”. – თქვა ზვიადაძემ მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 3 ოქტომბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი მეუფე იაკობსა და “დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ