ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა “რო ვაინში” ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა.
“რო ვაინი” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინის მწარმოებლები იკრიბებიან.
გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან, იზაბელ ლეგერონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე