გორში, მე–4 სართულიდან მაშინ გადმოვარდა, როცა სარეცხს ფენდა – დაშავებული კლინიკაშია

გორში, კომბინატის დასახლებაში მე-4 სართულის სიმაღლიდან 30 წლამდე ქალი გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა.
გამოცემა “მოზაიკას” ინფორმაციით, ქალი რეანიმაციაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილურად მძიმე. პაციენტი შემოყვანილია მრავლობითი მოტეხილობებით. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო პროცედურა. მართვით სუნთქვაზე არ არის”, – აცხადებენ კლინიკაში.
მომხდარზე -მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა