ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი, უკრაინელები ამას იმსახურებენ

უკრაინა ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა ნატო-ში მიიწვიონ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ძნელი მისაღწევი , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, თუმცა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამოცანას რეალურად მიიჩნევს და გააგრძელებს ამაზე მუშაობას.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ ეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი უცვლელი რჩება – ალიანსის სრულუფლებიანი წევრობა.
„ჩვენი მიზანია უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრიანება ალიანსში, უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი ქვეყანა, უკრაინელები ამას იმსახურებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში უკრაინაში დღეს პირველი ვიზიტით ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით