შვილებმა მასთან ურთიერთობაზე უარი თქვეს – დედის გარდაცვალება, შეცვლილი ცხოვრება და პირადი დრამა ნიკოლ კიდმანის ცხოვრებაში – Marao

ნი­კოლ კიდ­მანს უკვე წლე­ბია ხში­რად ვხე­დავთ ეკ­რან­ზე დე­დის როლ­ში, ცხოვ­რე­ბა­შიც, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­ვის ორ უმ­ცროს შვილ­თან, 16 წლის როუზ და 14 წლის ფეით ურ­ბა­ნებ­თან. თუმ­ცა, ნი­კოლ კიდ­მა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ორ უფ­როს შვილ­თან შე­და­რე­ბით უფრო და­ძა­ბუ­ლია.
57 წლის მსა­ხი­ო­ბი სა­ჯა­როდ არას­დროს სა­უბ­რობს ბე­ლა­სა (31 წლის) და კო­ნო­რის(29 წლის) შე­სა­ხებ. მათ­თან ერ­თად ნი­კო­ლი 16 წე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოს­კა­რო­სან ავ­სტრა­ლი­ელ მსა­ხი­ობს, ორი კვი­რის წინ, უფ­როს­მა შვი­ლებ­მა გულ­თბი­ლი წე­რი­ლი მის­წე­რეს, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ვარ­სკვლა­ვის დედა და­ი­ღუ­პა.
კიდ­მან­მა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ბელა და კო­ნო­რი “მა­მის ერ­თგულ­ნი” არი­ან და მას “დე­დას არ ეძა­ხი­ან,” რად­გან როცა ტომ კრუზს და­შორ­და, მათ შვი­ლებ­მა სა­ი­ენ­ტო­ლო­გია აირ­ჩი­ეს და დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარი თქვეს.
მსა­ხი­ო­ბის დე­დის, ჯა­ნე­ლის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი, და-ძმამ ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი მის­წე­რა მას, რაც შე­საძ­ლოა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა­ზეც მი­უ­თი­თებ­დეს.
ნი­კოლ­მა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი იტა­ლი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ი­გო. მსა­ხი­ო­ბი კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ახალ ფილ­მს, Babygirl-ს წა­რად­გენ­და, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დო­ზე გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ მის ნაც­ვლად პრი­ზი რე­ჟი­სორ­მა ჰა­ლი­ნა რე­ინ­მა მი­ი­ღო და მსა­ხი­ო­ბის გან­ცხა­დე­ბა წა­ი­კი­თხა: “დღეს ვე­ნე­ცი­ა­ში ჩა­მო­ვე­დი და მა­ლე­ვე გა­ვი­გე, რომ დე­და­ჩე­მი, ჯა­ნელ ენ კიდ­მა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა. შოკ­ში ვარ და ოჯახ­თან უნდა წა­ვი­დე, მაგ­რამ ეს ჯილ­დო მას ეკუთ­ვნის – მან ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა, ის ყო­ველ­თვის გვერ­დით მედ­გა”, – აღ­ნიშ­ნავ­და წე­რილ­ში მსა­ხი­ო­ბი.