“ეს უსამართლობაა, ჩვენ ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ” – გაირკვა, რა თანხას გამოიმუშავებს ალიშა ლემანი “იუვენტუსში”

რამდენიმე კვირის წინ “იუვენტუსის” შვეიცარიელმა ფორვარდმა ალიშა ლემანმა MSN-თან ინტერვიუში დაიწუწუნა, რომ ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთში ხელფასების მხრივ ძალიან დიდი სხვაობაა. ლემანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალ სპორტსმენადაა მიჩნეული და ის ამ ზაფხულს თავის მეგობარ მამაკაც დუგლას ლუისთან ერთად “ასტონ ვილადან” ტურინში გადაბარგდა.
“ეს უსამართლობაა! ჩვენ ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ის ჩემზე 100 000-ჯერ მეტს შოულობს”, – თქვა ლემანმა.
AI Score-ს თუ ვენდობით, ლუისის ანაზღაურება “იუვენტუსში” სეზონურად 9,2 მილიონი დოლარია და შესაბამისად, ლემანი წლიურად მხოლოდ 200 000 დოლარს,
ანუ 150 000 ევროს იღებს…