„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია
ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:
· ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის „პატაფიზიკა სცენაზე“
(არილი)
· გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი“ (არილი)
· გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“
(სულაკაურის გამომცემლობა)
· გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის „ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)
· ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ (სულაკაურის
გამომცემლობა)
· ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (დიოგენე)
· თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)
· თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)
· კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნი“ (ინტელექტი)
· მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ (სულაკაურის
გამომცემლობა)
· პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
· რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას „დღიურები“ (ალეფი)
· ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის
გამომცემლობა)