დავითულიანი ენმ-ზე: როცა შესაძლებლობა არ აქვთ, რომ მოსახლეობა აწამონ, ერთმანეთს აწამებენ

ყველას წყევლიდნენ, რომ დაიშლებოდნენ და უბედურება მოხდებოდა და სინამდვილეში, თვითონ დაიშალნენ. ეს ბუნებრივია […] როცა შესაძლებლობა არ აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობა აწამონ და დაგესლონ, შემდეგ ერთმანეთს აწამებენ და ებრძვიან. ებრძოლონ ისევ ერთმანეთს და დაიშალონ, მათთვისაც სჯობს და ქვეყნისთვისაც. ქართულ პოლიტიკას ამით არაფერი დაუშავდება.