ისრაელის არმია აცხადებს, რომ მოკლა ღაზის სექტორის მთავრობის მეთაური

Reuters-ის სააგენტო 3 ოქტომბერს ავრცელებს ცნობას, რომელიც ს არმიის განცხადებას ეყრდნობა იმის შესახებ, რომ პალესტინელთა ტერიტორიაზე “გაანადგურეს” ღაზაში მთავრობის ხელმძღვანელი, რაუჰი მუშტაჰა.
ღაზის სექტორს, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ნაწილია, მართავს ჰამასი, -ი და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია.
ამავე ცნობით მოკლეს ასევე უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლები, სამეჰა ალ-სირაჯა და სამი უდეხა.
Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის არმიის განცხადება ეხება სამი თვის წინ განხორციელებულ თავდასხმებს.
Reuters-ს 3 ოქტომბერს მოჰყავს ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემები, რომელთა თანახმად, შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად მოკლულ იქნა 41 788, ხოლო დაჭრილი 96 794 პალესტინელი.
2023 წლის 7 ოქტომმბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, სადაც120 პირი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება