გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა

გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პოლიტრავმით შეიყვანეს. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს სარეცხის დაფენისას ფეხი დაუცდა და აივნიდან გადმოვარდა. დაშავებულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ