სამხატვრო აკადემია გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა.
თბილისის აპლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიაში მომხდარი ტრაგედიის – პირველ ოქტომბერს სამხატვრო აკადემიის ეზოში გოგონას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.”
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას