ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024-2027 წლებში 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ინფორმაციას BMG ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 2024 წელს პროექტზე 47 მილიონი ლარის, დახარჯვა 2025 წელს კი 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
“ქუთაისის აეროპორტის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ახალ F კოდის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას,” – ნათქვამია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის კაპიტალური პროექტების დანართში.
ჯერჯერობით პროექტთან და მისი განხორციელების ზუსტ დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.