მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლია ქალაქ ხერსონში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის ცენტრში 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა.
გასულ ღამით და დღეს დილით დრონებით და რაკეტებით თავდასხმა იყო ლვოვის, დონეცკის და ხარკოვის ოლქებზეც. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას უნდა გადავიდნენ. უკრაინის -ს ინფორმაციით, დაზიანებულია 10-მდე მრავალბინიანი და კერძო სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა და 2 კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ს საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 17 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 საზენიტო რაკეტა. უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ 10 დრონი გაანადგურეს.
დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილის 7 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, აზოვის ზღვის აკვატორიის და ს თავზე „გაანადგურეს” 22 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 13 კი „გზად დაიჭირეს“. დაახლოებით ერთ საათში, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „გაანადგურეს” კიდევ 4 დრონი და 2 „გზად დაიჭირეს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისევ გამოიყენა სტანდარტული ფორმულირება, რომ „აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

ასევე დაგაინტერესებთ