უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 105 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინელებმა კიევის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, რივნისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ერთი დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო 23 უკრაინის სხვადასხვა ოლქების ტერიტორიებზე გაუჩინარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე