კიევზე დრონებით შეტევა იყო, ხარკოვი დაიბომბა

სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე ს მორიგი შეტევისას. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმა იყო 2 ოქტომბერს ღამით და დღეს, 3 ოქტომბერს დილით.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს. ერთ-ერთი 5-სართულიან სახლს მოხვდა. დილით დარტყმა იყო ელექტროგადამცემ ხაზებზე.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ უკრაინის დედაქალაქ კიევს და ს ოლქს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15-მდე დრონი მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის